Sunday, March 27, 2011

პროექტი

რატომ და როგორ არის ხელსაყრელი ბანკში საბავშვო ანაბრის გახსნა?



მთავარი იდეა: სკოლის დამთავრებისას განსაკუთრებით იჩენს თავს პრობლემები, რომელთა მოგვარება თანხასთანაა დაკავშირებული, ეს კი ბევრი ოჯახისთვის სერიოზული (ზოგჯერ გადაუჭრელი) პრობლემაა
.
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან პრობლემა, რომელიც მასშია ჩადებული,მეტ– ნაკლებად ყველა დროის პრობლემად რჩება. თანხა, რომელზეც კურსდამთავრებულები ოცნებობენ, და რომელიც მათი წარმატებული მომავლისთვის არის საჭირო,საბავშვო ანაბარზე მცირე დანაზოგითაც შეიძლება დააგროვო. ამასთან, ამ დფანაზოგში უმეტესი წილი ბანკის მიერ დარიცხულ სარგებელს უჭირავს. 
პროექტის მიზანი: პროექტის მთავარი მიზანია იმ უნარების განვითარება, რომლებიც დაეხმარება ახალგაზრდებს მომავალში გამიზნული ორიენტირებისთვის.მოსწავლემ თავისი ცოდნისა და ინტერესების მიხედვით შეარჩიოს ხელსაყრელი სფერო,შეისწავლოს შერჩეულ სფეროში წინასწარი სტატისტიკური მონაცემები,გაითვალისწინოს ისინი დაბანდების სფეროსა და ფორმის შერჩევისას, გაითვალისწინოს ვალუტის სიმყარე, ივარაუდოს მოსალოდნელი მოგება, შეძლოს თავისი თანხის მდგომარეობაზე ,,თვალის მიდევნება", შეაფასოს შედეგები.


მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი.


ხანგრძლივობა: ორი კვირა.


როვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი:


IX 4. ამოცანების ამოხსნის უნარის განვითარება, რომლებიც დაკავშირებულია საპროცენტო განაკვეთის მარტივი და რთული დარიცხვის ოპერაციებთან.
IX 11. რაოდენობრივ მონაცემთა დაჯგუფება ინტერვალთა კლასებში და შესაბამისი წარმოდგენის ხერხების აგების ჩვევების დაუფლება. ჰისტოგრამა, ცხრილი). შესაფერისი დიაგრამის შერჩევის უნარის გამომუშავება, არჩევანის დასაბუთება, ერთი გრაფიკული ფორმიდან მეორეზე გადასვლა. ხელსაყრელი და არახელსაყრელი მხარეების გააზრება,შესაფერისი შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების შერჩევა, არჩევანის დასაბუთება,გრაფიკული ფორმითწარმოდგენილი მონაცემების სტატისტიკური შინაარსის გააზრება.


პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ცხრილები,ჰისტოგრამები, დიაგრამები, კომპიუტერი.


პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს დაევალება კონკრეტული (სხვადასხვა) ბანკის შესახებ ინფორმაციის მოძიება,გადამუშავება, ცხრილებისა და დიაგრამების აგება, მოსალოდნელი შედეგის გათვლა.
დანიშნულ დროს თითოეული ჯგუფის ლიდერი გააკეთებს პრეზენტაციას თავისი ნამუშევრის შესახებ.
მოხდება ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა–საბავშვო ანაბრის გახსნის გადაწყვეტილება იმ ბანკში და იმ ვალუტით, რომელიც საბოლოო ჯამში,სრულწლოვანების პერიოდისთვის ყველაზე მეტ მოგებას მოიტანს.

No comments:

Post a Comment